მეორე დღის რეფლექსია
26 მარტს დავესწარი ინტელის ტრენინგს.( მეორე დღე). ტრენინგი დაიწყო დავალებების პრეზენტაციით. თითქმის ყველა მსმენელმა წარმოადგინა მოკლე მონახაზი პროექტის განხორციელების შესახებ. ტრენერისაგან მოვისმინეთ კომენტარები. ჩამოვყალიბდით რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
ვისწავლეთ:
- ფაილი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
- ბუკლეტის შექმნა და პუბლიკაცია.
- განვიხილეთ ინტელის რესურსებიდან პროექტის გეგმა და რესურსები.
ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე, შედეგებზე და მსვლელობაზე. მივიღეთ რეკომენდაცია ტრენერისაგან თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომლის მიღწევაც გვსურს ჩვენს პროექტში.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ტრენერით, რომლისგანაც ვიღებთ მაქსიმუმს, კომენტარების სახით თუ პრაქტიკული მუშაობის დროს.
პატივისცემით ე. პატიაშვილი
·
No comments:
Post a Comment